saqarTvelos qedebi - svanebiswylis qedi

 

ქედი ლეჩხუმის ქედის სამხრეთ განშტოება, მდინარეების რიცეულისა და ჟრინევის (რიონის აუზი) წყალგამყოფი. მიემართება სამხრეთით და თავდება აღნიშნული მდინარეების შეერთების ადგილზე. ამავე მიმართულებით დაბლდება 3000 მ-იდან 1200 მ-მდე. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით.

თხელი მობრტყელებულია. სამხრეთ ნახევარი ტყეებით (წიფელი, ნაძვი) არის შემოსილი, 2000 მ ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია.